Georgia RPP

მე -20 საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპასა და მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომელთა ეკონომიკამ დაიწყო კომუნისტური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. პრივატიზაციის პროცესმა უმეტეს ქვეყნებში წარმოშვა მსხვილი სახელმწიფო საწარმოებისა და ინსტიტუციების ახალი მესაკუთრეები. უმრავლეს ქვეყნებში წარმოიშვა ოლიგარქიულ სისტემები მონოპოლიებით და არაეფექტურობით. ბევრი კომპანია არ გადარჩებოდა საბაზრო პირობებში სახელმწიფო სუბსიდიებისა და ბაზარზე ჩარევების გარეშე. მცირე და საშუალო კომპანიები, როგორც საბაზრო ეკონომიკის ხერხემალი, ვერ განვითარდნენ. აღმოსავლეთის პოლიტიკის შემმუშავებლებმა თავიანთი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა გზა, ძირითადად, ძველი ინდუსტრიის შენარჩუნებაში ნახეს.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია რაც მცირე და საშუალო საწარმოთა მნიშვნელობის (SME) აღიარება მოხდა და დაიწყო შესაბამისი პოლიტიკის ცვლილებები. ძლიერი SME სეგმენტის განვითარების პრობლემები მსგავსია ყოფილ საბჭოთა კავშირის უმეტეს ქვეყნებში, და, შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში. მცირე და საშუალო საწარმოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივები ეროვნულ დონეზე განხორციელდა და 6 ქვეყანას შორის თანამშრომლობა არ ყოფილა პრიორიტეტული. პირველად 2008 წელს სოპოტში (პოლონეთი) EaP ბიზნეს ფორუმზე "ოფიციალურად" განიხილეს ეკონომიკური განვითარებისთვის პოზიციონირების დოკუმენტის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთის) შემუშავების საჭიროება. კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ დაწყებულიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის რეგიონალური პოზიციონირების დოკუმენტის შედგენა. რომლის წარდგენა ხდება დასკვნით კონფერენციაზე კიევში, 2017 წლის ივნისში.

რეგიონული პოზიციონირების დოკუმენტის პირველი ვერსია დამტკიცდა რეგიონის 143 ბიზნეს ასოციაციის მიერ და საფუძველი გახდა რეგიონული პოზიციონირების დოკუმენტის შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც წარდგენილი იქნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე" ტალინში, 2017 წლის ოქტომბერში.

Union%20Jack


Union%20Jack


Union%20Jack